იორკშირული ჩაის კექსი
იორკშირული ჩაის კექსი
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჩაი "ერლ გრეი" - 300 მლ
  • ქიშმიში - 250 გ
  • ალუბლის ჩირი - 200 გ
  • რომი - 50 მლ
  • ყავისფერი შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 225 გ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
  • კვერცხი - 2
  • სუნელების ნარევი (დარიჩინი, ანისი, მუსკატის კაკალი, სურნელოვანი პილპილი, კარდამონი, მიხაკი) - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
დააყენეთ ძალიან მაგარი ჩაი ( 300 მლ წყალზე დაახლოებით 5 ჩ.კ. ჩაი).  გაწურეთ და ცხელი დაასხით ქიშმიშსა და ალუბლის ჩირს.  15 წუთის შემდეგ დაამატეთ რომი და დატოვეთ მთელი ღამე.
დილით ქიშმიშს (გადაწურვის გარეშე) დაამატეთ შაქარი, კვერცხი და აურიეთ. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთად, შეურიეთ სუნელები. ჩაამატეთ ქიშმიშიან მასაში და კარგად აურიეთ. 
ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ ქაღალდი და  გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 160 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათი.
მიირთვით მხოლოდ ჩაისთან ერთად და ჯეინ ოსტინის წიგნის თანხლებით
ტეგები:
ჩაი კექსი ქიშმიში ნანახია: 20220