შოკოლადისა და ჟოლოს ზღაპრული ტარტი
შოკოლადისა და ჟოლოს ზღაპრული ტარტი
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი - 200 გ
  • ნაღები - 250 გ
გულსართი:
  • კვერცხი - 1
  • დარბილებული კარაქი - 90 გ
  • მარილი - მწიკვი
  • შაქარი - 3 ს.კ
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ
  • კაკაო - 50 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • ჟოლო - 1 კგ
  • კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს ცომისთვის საჭირო ყველა მშრალი ინგრედიენტი. შემდეგ დაამატეთ კარაქი და თითებით ასრისეთ. მიღებულ ფქვიერ მასას დაამატეთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი. კარგად შეურიეთ, შემდეგ ცომი გაახვიეთ ცელოფანში და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.
ამის შემდეგ ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტარტის ფორმაში ( 24 სმ) და გამოაცხეთ 190 გრადუსზე15-20 წუთი.
გააციეთ და გადმოიღეთ ფორმიდან.

მოამზადეთ შიგთავსი: დაჭრილ შოკოლადს დაასხით ძალიან ცხელი ნაღები და კარგად შეურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ  დარბილებული კარაქი. გააციეთ.

ჟოლოს ნაწილი დაჭყლიტეთ და ტარტის ძირში გაანაწილეთ. ზემოდან დაახით შოკოლადის განაში. შედეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი. სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ დარჩენილი ჟოლოთი
ტეგები:
ნაღები შოკოლადი ტარტი ჟოლო ნანახია: 8813