შეურიეთ კარაქი, ფქვილი და შაქარი. დაამატეთ კვერცხი, შემდეგ წყალი. მიღებული ცომი ცელოფანში გაახვიეთ და შედეთ მაცივარში 30 წუთი.ამასობაში ათქვიფეთ კვერცხები და შაქარი, სანამ ძალიან ფუმფულა, ჰაეროვან მასას არ მიღებთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი, დარიჩინი და კიდევ ათქვიფეთ. ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ფორმაში. ვაშლი გათალეთ, ამოაჭერით გული, დაჭერით თხელ ფირფიტებად და დაალაგეთ ცომზე. დაასხით კრემი. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, 30-40 წუთი.