დაფხვნილი ნამცხვარი და კარაქი შეურიეთ ერთმანეთს. ჩატკეპნეთ ფორმის ძირში და შედგით მაცივარში.შოკოლადი გაადნეთ. კრემ-ყველი და რიკოტა ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, შეათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ გამდნარი შოკოლადი. დაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 150 გრადუსზე, 50 წთ. დატოვეთ გამორთულ ღუმელში კიდევ 1 საათი, შემდეგ გამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი. მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.მოამზადეთ განაში: დამტვრეულ შოკოლადს დაასხით ადუღებამდე მივანილი ნაღები და კარგად მოურიეთ, სანამ არ გადნება მთლიანად. განაში ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ და შემდეგ დაასხით ჩიზქეიქს. მორთეთ ხილით.