შვრიის ნამცხვრები ГОСТ-ის მიხედვით
შვრიის ნამცხვრები ГОСТ-ის მიხედვით
დრო 40წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 200 გ
  • შვრია - 85 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ქიშმიში - 2 ს.კ
  • მურაბის წვენი - 1 ს.კ
  • დარბილებული კარაქი - 80 გ
  • დარიჩინი - 2 ჩ.კ
  • ვანილი
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ცხელი წყალი - 6 ს.კ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ქიშმიში წინასწარ ბლენდერში დააქუცმაცეთ. თასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი და შაქარი. ათქვიფეთ კარგად, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. დაამატეთ ქიშმიში, დარიჩინი, ვანილი. კარგად ათქვიფეთ, შემდეგ კი დაამატეთ მარილიანი ცხელი წყალი (70 გრადუსზე ზემოთ) და შვრია. თქვიფეთ კიდევ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და განაგრძეთ თქვეფა, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა ცომი. ცომის პატარა გუნდები დადეთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე და გააბრტყელეთ.  
გამოაცხეთ 13-15 წუთი 180 გრადუსზე.
გამოდის დაახლოებით 20 ცალი

ტეგები:
ნამცხვარი ქიშმიში შვრია ნანახია: 27132