დრო
40წთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ხახვი - 2-4 თავი
- ღორის ხორცის კუპატი - 4 ცალი
- წითელი ღვინო - 300 გ
მომზადების წესები
ღორის ხორცის კუპატი დაჩხვლიტეთ და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ შებრაწეთ ტაფაზე. ამოიღეტ და იგივე ცხიმში მოშუშეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი. ჩააბრუნეთ კუპატი, დაასხით ღვინო, ისე რომ 2/3-ზე მოადგეს კუპატებს და კვლავ მაღალ ცეცხლზე განაგრძეთ შუშვა. ღვინო უნდა აორთქლდეს და განახევრდეს. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, თავზე დააფარეთ და კიდევ რამდენიმე წუთი დატოვეთ ცეცხლზე.
მიირთვით კარტოფილთან ან ბოსტნეულთან ერთად.