დრო
40წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- სასურველი სუნელი
- სასურველი მწვანილი
- ხახვი - 800 გ
- ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 700 გ
- ხბოს ხორცი - 800 გ
- მარილი და პილპილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
ხორცი დაჭერით 3-4 სმ ზომის კუბებად, ხახვი მსხვილად, ასევე წიწაკა. ღრმა ჭურჭელში გააცხელეთ ზეთი და ნაწილ ნაწილ შეწვით ხორცის ნაჭრები. ამოიღეთ და იმავე ცხიმში ახლა წიწაკა და ხახვი მოშუშეთ.
დაჭერით მწვანილი (რაც გნებავთ - ოხრახუში, რეჰანი, ქინძი...), დაამატეთ ხორცსა და ბოსტნეულს. მოაყარეთ სასურველი სუნელები, მარილი, პილპილი. აურიეთ და დატოვეთ ცოტა ხანი.
კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!