თავდაპირველად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და რძე. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გაყავით 2-3 ნაწილად და შეინახეთ საყინულეში. გაყინული ცომი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი. არ დატკეპნოთ - ცომის ნაფხვენები უნდა დაყაროთ თხელ ფენად. თუ საჭიროა ნაწილ-ნაწილ გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 10-15 წუთი. მიიღებთ ხრაშუნა დაბრაწულ ფხვიერ ცომს. გამომცხვარი ფხვიერი მასა შეურიეთ დაფქულ ნიგოზს, შემდეგ გადაურიეთ მოხარშული შესქელებული რძე მიღებული მასა გადაიტანეთ თეფშზე და მიეცით ბორცვის ფორმა, ისე როგორც ჭიანჭველის ბუდე გამოიყურება.