მწიფე, ტკბილი მსხალი გაჭერით შუაზე. ამოაჭერით გული, ზემოთ კი ჭრილები გაუკეთეთ. მზა ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ. დაადეთ ზემოდან მსხალი და გარშემო ზედმეტი ცომი შემოჭერით, მხოლოდ 1-1.5 სმ დაუტოვეთ ზედმეტი. გადაუსვით ცომის ნაპირებზე ათქვეფილი კვერცხი. ზემოდან მსხალსაც და ცომსაც მოაფრქვიეთ შაქარი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-25 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება.