წიწიბურა ბოსტნეულით და ქათმის ხორცით
წიწიბურა ბოსტნეულით და ქათმის ხორცით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 250 გ
  • წიწიბურა - 300 გ
  • სტაფილო - 1
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი და პილპილი
  • კიტრის მწნილი - 2 ცალი
  • სასურველი მწვანილი
  • წყალი - 600 მლ
მომზადების წესები
სტაფილო მსხვილად გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ დაჭრილი ქათმის ფილე. შემდეგ დაამატე სტაფილო და ხახვი. განაგრძეთ შუშვა  საშუალო ცეცხლზე. რამდენიმე წუთში დაამატეთ დაჭრილი მჟავე კიტრი, დააყარეთ გარეცხილი წიწიბურა და დაასხით წყალი. წამოდუღების შემდეგ დააფარეთ თავზე, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ სანამ წყალი დაშრება. 
დაამატეთ მარილი, პილპილი, სურვილის შემთხვევაში ცოტა კარაქი და სასურველი მწვანილი.