ცომის ყველა ინგრედიენტი მაცივარში გააჩერეთ, რათა მომზადების დროს იყოს ცივი. ფქვილის ნაწილი შეურიეთ მსხვილ სახეხზე გახეხილ კარაქს ან მარგარინს. კარაქს ხეხვის დროს გამუდმებით აყარეთ ფქვილი. მას შემდეგ, რაც მთელ მარგარინს გახეხავთ, მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და შეურიეთ. საზომ ჭიქაში აურიეთ: კვერცხი, მარილი, არაყი. დაასხით ცივი წყალი ისე რომ მთლიანი სითხე გახდეს 500 მლ. ეს სითხე შეურიეთ ფქვილიან კარაქიან მასას, გამუდმებით ასხით სითხე პატარა პორციებით. ძალიან სწრაფად მოზილეთ ცომი, პროდუქტები უნდა დარჩეს ცივი. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი ჩადეთ ცალკე ცელოფანში და შედეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. მიიყვანეთ ადუღებამდე რძე და შაქარი. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და ფქვილი. ნელ-ნელა ამატეთ ცხელი რძე, თან თქვიფეთ მიქსერით, ხელახლა მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, როგორც კი მივა ადუღებამდე და შესქელდება, მაშინვე გადმოდგით კრემიანი ქვაბი და ჩადგით ცივ ყინულიან წყალში გასაციებლად. ცომის თითო გუნდა გაყავით 2 ნაწილად. გააბრტყელეთ ცომი 3-4 მმ სისქეზე და ღუმელის საცხობი ტაფის ზომაზე. საბრტყელებელის დახმარებით გადაიტანეთ ცომი ტაფაზე და მოაჭერით ზედმეტი ნაწილები. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რომ ცხობის დროს ძალიან არ გაიბეროს. გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200-220გრადუსზე, სანამ ბისკვიტი კარგათ არ შეწითლდება. ასე გაიმეორეთ მეორე ფირფიტაზეც. ჩამოჭრილ ნაწილებს კი აცხობთ დასაფხვნელად და ზედ მოსაყრელად მიქსერით მაღალ სიჩქარეზე კარგათ ათქვიფეთ 200გრ დარბილებული კარაქი,დაამატეთ ვანილი და მოხარშული კრემი. მიიღებთ ჰაეროვან მასას. პირველ ფირფიტას წაუსვით კრემი, დაადეთ მეორეფირფიტა, ოდნავ დააწექით ზევიდან და ისიც დაკრემეთ, ასე მოიქეცით ოთხივე ფირფიტის შემთხვევაში. ტორტის ზედაპირს და გვერდებს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ზედ დაფხვნილი ფირფიტები