ჟელატინს დაასხით რძე და დადგით დასალბობად. შემდეგ გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. ათქვიფეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი.სასურველი ხილი (აქ ყურძენია, მაგრამ შეცვალეთ რითაც გსურთ) დაჭერით თუ საჭიროა. ხაჭოს შეათქვიფეთ გამდნარი ჟელატინი, შემდეგ შეურიეთ ხილი. ჩაასხით ფორმაში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ არ გამაგრდება.