ხაჭო, არაჟანი და თაფლი ბლენდერით ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. დაამატეთ შავი ქლიავი და კიდევ ათქვიფეთ - ჩირი უნდა დაქუცმაცდეს. ღრმა თასს დაუფინეთ კულინარიული ცელოფანი და გადაიტანეთ ხაჭო. შედგით მაცივარში მინუმუმ 1 საათი.გაადნეთ შოკოლადი და კარაქი. გააგრილეთ. გადმოიღეთ ხაჭოს დესერტი თეფშზე და მორთეტ შოკოლადით.დაუჯერებლად მარტივი და გემრიელი დესერტი მზადაა!