ხაჭოს დესერტი თხილით, ფინიკით და შოკოლადით
ხაჭოს დესერტი თხილით, ფინიკით და შოკოლადით
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თხილი - 15-20 ცალი
  • ფინიკი, უკურკო - 10 ცალი
  • არაჟანი - 1 ს.კ
  • შაქრის პუდრი - 1 ს.კ
  • ხაჭო - 200 გ
  • შოკოლადი - 50 გ
  • ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესები
ხაჭოს დააყარეთ შაქრის პუდრა, დაამატეთ არაჟანი და აურიეთ. დაჭერით წვრილად თხილი (8 ცალი მოსართავად შეინახეთ) და ფინიკი. 
მაგიდაზე გაფინეთ კულინარიული ცელოფანი, მოაყარეთ ქოქოსი. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს ფენა, შემდეგ დაადეთ ფინიკი და თხილი. გადაახვიეთ მჭიდრო რულეტივით ცელოფნის დახმარებით. შემდეგ შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და შეაგრილეთ.
რულეტს მოაცილეთ ცელოფანი, სველი დანით დაჭერით ულუფებად და მოასხით შოკოლადი. მორთეთ მთლიანი თხილებით.
ტეგები:
ხაჭო შოკოლადი თხილი ფინიკი ნანახია: 9149