კარტოფილი გლეხურად
კარტოფილი გლეხურად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • შებოლილი ქათმის ხორცი, ბეკონი ან ძეხვი - 200 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მარილი
  • ხმელი ქონდარი
  • სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
კარტოფილი გათალეთ, გაჭერით ოთხად და მოხარშეთ სანახევროდ. შემდეგ გადაწურეთ.
შებოლილი ძეხვი, ბეკონი ან შებოლილი ქათმის ხორცი დაჭერით. მსხვილად დაჭერით ხახვი. დაკეპეთ ნიორი. გადაწურულ კარტოფილს მოასხით  ზეთი და ამოურიეთ. გადაიტანეთ ტაფაზე, დაამატეთ ნიორი, ხახვი, ძეხვი, წიწაკა, ხმელი ქონდარი და კვლავ ამოურიეთ. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.  პერიოდულად ურიეთ და მოამზადეთ სანამ კარტოფილი არ დარბილდება.
ბოლოს მოაყარეთ მარილი და მწვანილი
ტეგები:
კარტოფილი ძეხვი ნანახია: 54302