დიეტური შოკოლადის ჟელე
დიეტური შოკოლადის ჟელე
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თაფლი - 1-2 ს.კ
  • ჟელატინი - 20 გ
  • რძე - 150 გ
  • ხაჭო - 450 გ
  • კაკაო - 50 გ
მომზადების წესები

გამოიყენეთ დაბალცხიმიანი ხაჭო და რძე.
ჟელატინს დაასხით წყალი და დაალბეთ. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ. რძე, თაფლი, კაკაო და ხაჭო ერთად ათქვიფეთ. შეურიეთ გამდნარი ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ. გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში სანამ არ გამაგრდება.
შემდეგ გადმოიღეთ, გააფორმეთ და მიიტანეთ სუფრასთან.

ტეგები:
ხაჭო კაკაო რძე ჟელე ნანახია: 41497