სოკოს ტოლმა პომიდვრით
სოკოს ტოლმა პომიდვრით
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კომბოსტო - 1 მოზრდილი თავი
  • მოხარშული ბრინჯი - 200-250 გ
  • სოკო - 1 კგ
  • ხახვი - 2 თავი
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მწვანე ხახვი - 1/2 კონა
  • პომიდვრის სოუსი - 400 გ
მომზადების წესები
ხახვი და სოკო დაჭერით, მოშუშეთ ზეთში. სითხეს რომ დაიშრობს გადმოიღეთ, შეურიეთ მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი, მწვანე ხახვი 

კომბოსტოს ფოთლები გათუთქეთ მდუღარე წყალში, ისე, რომ დარბილდეს და ადვილი სამუშაო გახდეს. მოაჭერით ღეროსთან არსებული უხეში ნაწილი. დაადეთ თითოეულ ფოთოლს სოკოს ფარში და გადაახვიეთ. ჩაალაგეთ ქვაბში. 

თუ პომიდვრის სოუსი ძალიან სქელია წყლით გააზავეთ. დაასხით ტოლმას და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთი, სანამ კომბოსტო კარგად დარბილდება.
ტეგები:
სამარხვო ბრინჯი კომბოსტო სოკო ნანახია: 33108