ფორთოხლის ნამცხვარი - არომატული და მარტივი
ფორთოხლის ნამცხვარი - არომატული და მარტივი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

სიროპი
  • 1/2 ფორთოხლის წვენი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • დაფქული ნუში - 50 გ
  • ფქვილი - 75 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 125 გ
  • კვერცხი - 2
  • შაქრის პუდრი - 100 გ
  • 1/2 ფორთოხლის წვენი
მომზადების წესები
კვერცხები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა, ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. შეათქვიფეტ დარბილებული კარაქი. შემდეგ შეურიეთ ფქვილი, დაფქული ნუში, სოდა და ფორთოხლის ცედრა. შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის წვენი. 
გადაიტანეთ ცომი საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში. გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე.
სანამ ცხვება მოამზადეთ სიროპი: ერთმანეთს შეურიეთ ფორთოხლის წვენი და შაქარი . 
ღუმელიდან გამოღებისთანავე, ნამცხვარი დაჩხვლიტეთ და მოასხით სიროპი. გააციეთ ფორმაშივე, შემდეგ ამოიღეთ და დაჭერით.
ტეგები:
ფორთოხალი კექსი ნანახია: 25802