სახლში მომზადებული ჰალვა ნუშით
სახლში მომზადებული ჰალვა ნუშით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 250 გ
  • ნუში - 50 გ
  • ტაჰინის პასტა - 350 გ
  • წყალი - 100 მლ
  • 1/2 ლიმონის წვენი
მომზადების წესები
წაუსვით ცხიმი ფორმას, რომელშიც ჰალვა უნდა მოათავსოთ.
მოხალეთ ნუში.
ტაჰინის პასტა დადგიტ ორთლის აბაზანაზე.
შაქარი, ლიმონის წვენი და წყალი მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ სიროპი. წამოდუღების შემდეგ ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთი. ქვაბი ხშირ-ხშირად შეარხიეთ, რომ შაქრის კრისტალები ქვაბის გვერდებზე არ დარჩეს, ან სველი ფუნჯით შემოუსვით ხოლმე. სიროპი რომ კარამელიზებას დაიწყებს - ანუ ფერს შეიცვლის და ოდნავ მოყავისფროსს მიიღებს, დაგმოდგით.

ნუში დაამატეთ ტაჰინის პასტას და კარგად აურიეთ. შემდეგ ეს მასა შეურიეთ სიროპს და კარგად ურიეთ ხის კოვზით ან ნიჩბით, სანამ ერთგვაროვან ნარევს არ მიიღებთ. როცა ნარევი ქვაბის კედლებიდან ადვილად მოშორებას დაიწყებს, გადაიტანეთ ფორმაში, დატკეპნეთ და შეინახეთ მაცივარში 48 სთ. შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

*ტაჰინის პასტა, იგივე სეზამის პასტა პოპულარულია აღმოსავლურ კულინარიაში. საქართველოში იყიდება აზიური პროდუქტების მაღაზიებში და დიდ სუპერმარკეტებში
ტეგები:
ნუში ტაჰინი ჰალვა ნანახია: 54336