დრო
90წთ
ულუფა
12
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
კრემი:
- მზა ყავა - 200 მლ
- ვანილი
- შაქარი - 120 გ
- სოდა - 1 ჩ.კ
- რძე - 200 გ
- დარბილებული კარაქი - 120 გ
- ფქვილი - 250 გ
- კვერცხი - 4
- მასკარპონე - 500 გ
- შაქრის პუდრი - 80 გ
- კაკაო
მომზადების წესები
კარგად ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და ვანილი. შეათქვიფეთ ჯერ კარაქი, შემდეგ რძე. დაამატეთ ფქვილი+სოდა და კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმებში 2/3-ზე და 20-30 წუთი აცხეთ 180 გრადუსზე.
ათქვიფეთ მასკარპონე და შაქრის პუდრი.
გაციებული ქაფქეიქები გაჭერით ორად. დანამეთ ყავით და გადაუსვით კრემი. დაადეთ მეორე ფენა, რომელსაც ასევე წინასწარ დანამავთ. ზემოდან გააფორმეტ იგივე კრემით და მოაფრქვიეთ კაკაო