სიმინდისა და ტკბილი წიწაკის ხასხასა სუპი
სიმინდისა და ტკბილი წიწაკის ხასხასა სუპი
დრო 35წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1 საშუალო თავი
  • კარტოფილი - 1-2 ცალი
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი - 2 ცალი
  • კონსერვირებული სიმინდი - (ან გაყინული) 250 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
წიწაკას მოაცილეთ თესლი და დაჭერით კუბებად. კარტოფილი გათალეთ და დაჭერით. 
ქვაბში, ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დააამატეთ წიწაკა და შუშეთ 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ კარტოფილი, სიმინდი და დაასხით მდუღარე წყალი. ხარშეთ სანამ კარტოფილი დარბილდება.
ამის შემდეგ ხელის ბლენდერით აათქვიფეთ ქვაბშივე, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.