შოკოლადის მუსი მხოლოდ 2 ინგრედიენტით
შოკოლადის მუსი მხოლოდ 2 ინგრედიენტით
დრო 0წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 70%, 265 გ
  • წყალი - 240 გ
მომზადების წესები

დიდ თასში მოათავსეთ ყინულები და ცივი წყალი. ემოდან დაადეთ მომცრო თასი, რომლის ძირიც ყინულებს შეეხება, მაგრამ მასში წყალი არ უნდა მოხვდეს.
შოკოლადი წვრილად დაჭერით, დაასხით წყალი და გაადნეთ, თან ურიეთ. როცა ბოლომდე გადნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადაიტანეთ თასში, რომელიც ყინულიან წყალშია და დაიწყეთ თქვეფა მიქსერით. თავიდან შეიძლება ვერაფერი შეატყოთ, მაგრამ 2-4 წუთი თქვეფის შემდეგ მასა შესქელებას დაიწყებს. ფრთხილად იყავით, რადგან ზედმეტი თქვეფის შემდეგ შოკოლადი მარცვლოვან სტრუქტურას მიიღებს. თუ ასე მოხდა, უბრალოდ ხელახლა უნდა გაადნოთ და შემდეგ გაიმეოროთ იგივე პროცედურა. შოკოლადს ნუ გადაყრით.
როცა სასურველ ტექსტურას მიიღებს, გადაიტანეთ შოკოლადი შესაბამის ჭურჭელში. შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ, ან მაცვარში შეინახოთ, სადაც ის კიდევ უფრო გასქელდება.

ტეგები:
სამარხვო შოკოლადი მუსი ნანახია: 108974