დრო
40წთ
ულუფა
16
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- რძე - 1 ს.კ
- ფქვილი - 200 გ
- ვანილი
- კვერცხი - 1
- შაქარი - 175 გ
- დარბილებული კარაქი - 125 გ
- შოკოლადი - 150 გ
- თხილეული - 100 გ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფას დააფინეთ საცხობი ქაღალდი.
ათქვიფეთ კარაქი და შაქარი სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. დაამატეთ ვანილი და კვერცხი. კვლავ ათქვიფეთ და დაამატეთ რძე, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად. ბოლოს წვრილად დაჭრილი დაამატეთ შოკოლადი და თხილეული. თითო კოვზი ცომი დავალაგოთ 3-4 სმ დაშორებით ტაფაზე და ფქვილიანი ჩანგლით მსუბუქად გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ დაახლოებით 15 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.