ვაშლიანი ფუნთუშები
ვაშლიანი ფუნთუშები
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

გულსართი:
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ზეთი - 75 გ
  • რძე - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ხაჭო - 125 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • ვაშლი - 4 ცალი
  • შაქარი - 1 ს.კ
  • კარაქი - 1 ს.კ
მომზადების წესები

ტაფაზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი და შაქარი, მოურიეთ და შუშეთ სანამ ვაშლი არ კარამელიზდება და გაშვებულ წვენს არ დაიშრობს.  გააცივეთ.
ხაჭო, რძე და ზეთი შეურიეთ. დაამატეთ შაქარი და მწიკვი მარილი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი. 
მზა ცომი გაყავით 10 ნაწილად. თითოეული ნაწილი მოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ და ჩაუდეთ მომზადებული გულსართი. მოუკარით თავი, დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე და გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ვაშლი ხაჭო ფუნთუშა ნანახია: 18845