გემრიელი კატლეტები... ხორცის გარეშე
გემრიელი კატლეტები... ხორცის გარეშე
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 1
  • მდუღარე წყალი - 1 ჭიქა
  • შვრია - 1 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
შვრიის ფანტელებს დაასხით მდურარე წყალი და დააფარეთ თავზე.  სანამ შვრია დარბილდება და მზად იქნება, დაჭერით წვრილად ხახვი, სტაფილო კი გახეხეთ.  მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში. 
შვრია რომ შეგრილდება და დარბილდება, დაამატეთ მოშუშული ბოსტნეული, კვერცხი, მარილი და პილპილი. 
გააკეთეთ პატარა კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ტაფაში ორივე მხრიდან. 

*სამარხვო ვარიანტში შეგიძლიათ კვერცხი მოაკლოთ.

იდეალურია ცოცხალი ბოსტნეულის სალათასთან ერთად. 
ტეგები:
სამარხვო სტაფილო კატლეტი შვრია ნანახია: 30533