ესპანური ფუნთუშები "ensaimada"
ესპანური ფუნთუშები "ensaimada"
დრო 120წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სასურველი გულსართი - ჯემი, ხილი (ალუბალი, ვაშლი, გახეხილი გოგრა+შაქარი+დარიჩინი)
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
გულსართი:
  • თბილი წყალი - 120 მლ
  • ზეთი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • ფქვილი - 300 გ
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები
ფქვილი, საფუარი, მარილი და შაქარი შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ რბილი, არა მწებავი, ელასტიური ცომი. დააფარეთ თავზე და დატოვეთ სითბოში ასაფუებლად. 
ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ ოთხკუთხა ფორმით. მტელ ზედაპირზე გადაუსვით დარბილებული კარაქი. ერთ მხარეს, ზოლივით დაადეთ გულსართი და რულეტივით გადაახვიეთ. შემდეგ რულეტი ლოკოკინასავით მოახვიეთ და გადაიტანეთ ტაფაზე. ასევე მოამზადეთ დანარჩენი ნაწილებიც. ცომს გადააფარეთ თავზე და დატოვეთ 20-30 წუთი, რომ კიდევ ერთხელ ამოფუვდეს. შემდეგ გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი ან სანამ მზად არ იქნება. ცხელ-ცხელ ფუნთუშებს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
ტეგები:
ფუნთუშა ნანახია: 101982