ფუნთუშები "კრემ დე პარიზიენ" - ნაზი, ფუმფულა და გემრიელი
ფუნთუშები "კრემ დე პარიზიენ" - ნაზი, ფუმფულა და გემრიელი
დრო 0წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • ფქვილი - 375 გ
  • საფუარი - 1.5 ჩ.კ
  • შაქარი - 75 გ
  • მარილი - 1/3 ჩ.კ
  • რძე - 200 მლ
  • დარბილებული კარაქი - 40 გ
  • კვერცხი - 1
  • ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ
კრემი
  • რძე - 350 მლ
  • კვერცხის გული - 2
  • შაქარი
  • სახამებელი - 2 ს.კ (ან ფქვილი)
  • შაქარი - 4 ს.კ
  • ლიმონის ცედრა - 1/2 ჩ.კ
  • დარბილებული კარაქი - 40 გ
  • ვანილი
მომზადების წესები

მოამზადეთ ცომი: შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი - ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი. კვერცხი  ათქვიფეთ ჩანგლით, შეურიეთ რძე (ან დაბალპროცენტიანი ნაღები). დაასხით ფქვილს და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაამატეთ ცედრა და შეაზილეთ კარაქი. ცომი რბილი გამოვა, ხელებზე მოგეკრობათ, მაგრამ ფქვილს ნუღარ დაამატებთ. გადააფარეთ თავზე და აცალეთ ამოფუება.
პარალელურად მოამზადეთ კრემი:გახსენით სახამებელი რძეში, შეურიეთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილი, ცედრა. კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. კრემი რომ შესქელდება გადმოდგით, გააციეთ და შეათქვიფეთ
კარაქი. შეგიძლიათ შეურიოთ ცოტაოდენი დაფქული ნუში.
გაფუებული ცომი გაყავით დაახლოებით 15 ნაწილად. თითოეული ოვალური ფორმით გააბრტყელეთ. ერთ მხარეს, კიდეებიდან 3 სმ-ის დაშორებით დაადეთ კრემი. გადმოაფარეთ დატოვებული კიდე და კარგად მიაწებეთ, რომ კრემი არსაიდან გამოვიდეს. შემდეგ დატოვებული ფართო ნაწილილენტებად დაჭერით, გადაუსვით წყალში დასველებული ფუნჯი. გადაახვიეთ ფუნთუშა და გადაიტანეთ ტაფაზე. ასე გაიმეორეთ დანარჩენი ფუნთუშების შემთხვევაშიც.

გადააფარეთ თავზე და დატოვეთ 30 წუთი ასაფუებლად. შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 15-20 წუთი, სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს.
მზა ფუნთუშებს გადააფარეთ ტილო და 15 წუთი დაასვენეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ტეგები:
ფუნთუშა რძე მოხარშული კრემი ნანახია: 65943