ხორცის რულეტი განუმეორებელი არომატით - გამორჩეული კერძი
ხორცის რულეტი განუმეორებელი არომატით - გამორჩეული კერძი
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 2 კგ
  • ბეკონი - 300 გ
  • მსხალი - 2 ცალი
  • კვერცხი - 2
  • ნიგოზი - 1 ჭიქა
  • კიტრის მწნილი - 1-2 ცალი
  • თეთრი ღვინო
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხორცის ნაჭერი გარეცხეთ, გაამშრალეთ, ბასრი დანით ჩაჭერით შუაში სანახევროდ (ძირი არ გაუჭრათ), შემდეგ კი მარცხნივ და მარჯვნივ, წიგნივით რომ გადაიშალოს. მსუბუქად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამარინადეთ ღვინოში 2 საათი. 
შემდეგ ამოიღეთ და კვლავ გაამშრალეთ.

ნიგოზი მოხალეთ, ნახევარი დაფქვით, შეურიეთ კვერცხს, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაამატეთ დაუფქველი ნიგოზი, დაჭრილი მსხალი, კიტრი, მარილი, პილპილი და კვლავ აურიეთ.
ხორცზე დააფინეთ ბეკონის ნაჭრები, შემდეგ გადაუსვით ნიგვზიანი მასა , გადაახვიეთ რულეტი და შეკარით ძაფით.
ზემოდან რულეტს წაუსვით ზეთი და აცალეთ 10 წუთი, რომ შეიწოვოს. მანამდე გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შეწვით რულეტი დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში. ხშირ-ხშირად ასხით თავისივე გამოსული წვენი.