სოკოს პაშტეტი
სოკოს პაშტეტი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიტრის მწნილი - 1 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხახვი - 200 გ
  • სტაფილო - 400 გ
  • სოკო - 400 გ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი
მომზადების წესები

ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად, სოკო და სტაფილო ფირფიტებად.
ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეთში, დამატეთ სოკო და სტაფილო.

როცა ბოსტნეული მზად იქნება და სითხე მთლიანად აორთქლდება, დაამატეთ დაჭრილი კიტრი, მარილი და პილპილი. მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. გააციეთ მაცივარში. მიირთვით პურთან ერთად.

ტეგები:
სტაფილო ბოსტნეული სოკო პაშტეტი ნანახია: 10405