არაჩვეულებრივი ფუნთუშები მოხარშული კრემით
არაჩვეულებრივი ფუნთუშები მოხარშული კრემით
დრო 150წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 160 მლ
კრემი
  • თბილი წყალი - 130 მლ
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხი - 1
  • რძის ფხვნილი - 1 ს.კ
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 30 გ
  • ფქვილი - 300 გ
ცომი:
  • შაქარი - 50 გ
  • კვერცხი - 1
  • სახამებელი - 1 ს.კ ( ან ფქვილი)
  • კარაქი - 1 ს.კ
  • ვანილი
მომზადების წესები
130 მლ თბილ წყალში გახსენით საფუარი. ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი, რძის ფხვნილი და მწიკვი მარილი.  საფუარი რომ გაიხსნება, მოზილეთ ცომი, რომელიც ხელზე არ ეწებება და ელასტიურია.  დადგით სითბოში ასაფუებლად.  ცომი რომ გაორმაგდება, მზადაა გამოსაყენებლად. 
მანამდე მოამზადეთ კრემი.
რძე გააცხელეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, სახამებელი, შაქარი და დაასხით ცხელი რძე. კარგად გახსენით და დააბრუნეთ ცეცხლზე. ხარშეთ სანამ შესქელდება. თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით, ცოტა გააგრილეთ და შეურიეთ ვანილი და კარაქი. შემდეგ კრემს დააფარეთ ცელოფანი უშუალოდ ზედაპირზე და გააციეთ. 
ცომი გაყავით 10 თანაბარ ნაწილად. თითოეული მოგრძო ფორმით გააბრტყელეთ, წაუსვით კრემი და რულეტივით გადაახვიეთ. გადაიტანეთ ფორმაში ერთმანეთის გვერდიგვერდ, თავზე გადააფარეთ და 30 წუთი დატოვეთ. შემდეგ გადაუსვით კვერცხი, მოასხით ემოდან დარჩენილი კრემი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
ტეგები:
ფუნთუშა მოხარშული კრემი ნანახია: 31575