სწრაფად მოსამზადებელი ფუნთუშები უცხიმოდ
სწრაფად მოსამზადებელი ფუნთუშები უცხიმოდ
დრო 30წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ შესანიშნავ ფუნთუშებს შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტი დაამატოთ - ყველი, პროვანსული სუნელები, ქიშმიში, შოკოლადი... შედეგი მაინც შესანიშნავი გამოდის

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 400 გ
  • კვერცხი - 2
  • შაქარი - 2 ს.კ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
მომზადების წესები

ხაჭო და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხი და ხელახლა ათქვიფეთ. დაამატეთ ფქვილი, სოდა და მარილი. მიღებული რბილი ცომისგან გააკეთეთ 16 გუნდა. შედგით გამოაცხობად 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება. 
გემრიელად მიირთვით

ტეგები:
ხაჭო ფუნთუშა ნანახია: 79824