თურქული პური "პიდე"
თურქული პური "პიდე"
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 240 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • ფქვილი - 450 გ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • კვერცხის გული - 1+ 2 ჩ.კ წყალი
  • სეზამის მარცვლები
მომზადების წესები
საფუარი გახსენით თბილ წყალში.  ფქვილი გაცერით,  შეურიეთ მარილი და შაქარი. ფქვილს  გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით საფუარი და ზეთი. მოზილეთ ცომი. 

გადმოიღეთ მაგიდაზე, გაყავით სამ ნაწილად.  თითოეული ნაწილი მოაგუნდავეთ და გააბრტყელეთ დაახლოებით 15 სმ დიამეტრის სიდიდეზე. ზემოდან გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 30-40 წუთი. 

ღუმელი გაახურეთ 230 გრადუსზე. ამოფუებული ცომი თითებით ჩაჩხვლიტეთ და თან სიგანეში გაწიეთ. შეეცადეთ თითით დაჩხვლეტილი ადგილები ისე დაემთხვეს, რომ ბადის ეფექტს ქმნიდეს. 
თითოეულ პურს გადაუსვით კვერცხი და მოაყარეთ შავი სეზამის მარცვლები. გამოაცხეთ 9-10 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. 
მიირთვით თბილ-თბილი


Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%93%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%B8%D1%80%D1%8B-%D0%B8-%D0%B2%D1%8B%D0%BF%D0%B5%D1%87%D0%BA%D0%B0/%D0%A2%D1%83%D1%80%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%B8%D0%B5-%D0%BB%D0%B5%D0%BF%D0%B5%D1%88%D0%BA%D0%B8-quot%D0%9F%D0%B8%D0%B4%D0%B5quot

ტეგები:
პური თურქული სამზარეულო ნანახია: 9351