ხორცი გარეცხეთ, გაამშრალეთ, ძაფით დააფიქსირეთ და შეწვით ორივე მხრიდან ტაფაზე. გადაიტანეთ ქვაბში, იგივე ტაფაზზე კი მოშუშეთ ხახვი, დაჭრილი სტაფილო და სოკო. ბოსტნეული დაამატეთ ხორცს, დაასხით წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 2 საათი. შემდეგ, თუ ხორცი მზადაა და ადვილად სცილდება ძვალს, დაამატეთ გადაწურული ლობიო, ნიორი და კიდევ 10-15 წთ ხარშეთ. ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი, ცოტაოდენი ოხრახუში.თეფშზე ამოიღეთ ხორცი, მოაცილეთ ძაფი და დაამატეთ წვენი და ბოსტნეულიც.