პურით მომზადებული უგემრიელესი წასახემსებელი
პურით მომზადებული უგემრიელესი წასახემსებელი
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბაგეტი პური - 1 ცალი
  • ქათმის ხორცი - 200 გ
  • სოკო - 200 გ
  • ხახვი - 1 პატარა თავი
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 100 გ
  • ყველი
  • პამიდორი - 1 ცალი
მომზადების წესები
ბაგეტი პური დაჭერით  5-6 სმ ნაჭრებად და ამოუღეთ გული.  მოხარშული ან შემწვარი ქათმის ხორცი წვრილად დაანაწევრეთ და ჩაალაგეთ პურის ცილინდრების ძირში. 
დაჭრილი სოკო მოშუშეთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დაამატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. გაანაწილეთ სოკო პურის ნაჭრებში, ქათმის ხორცის ზემოდან.  თავზე დაადეთ პომიდვრის ნაჭერი და მოაყარეთ გახეხილი ყველი (ან პირდაპირ ყველის ნაჭერი დაადეთ). შედგით ღუმელში, 200 გრადუსზე 15 წუთი, სანამ ყველი გადნება და პური დაიბრაწება.