ხაჭოს შეურიეთ ნიგოზი, დაჭრილი პომიდვრის ჩირი, არაჟანი, ორეგანო, მარილი და პილპილი. კამა წვრილად დაჭერით. სველი ხელებით ხაჭოსგან გააკეთეთ 10-14 პატარა ბურთულა, შემდეგ მიეცით კონუსის ფორმა. კარგად ამოავლეთ დაჭრილ კამაში (ძირი არა, მხოლოდ გვერდები) და თითო "ნაძვის ხე" თითო კრეკერზე დადეთ. თავზე დაადეთ ცუკატის ნაჭერი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ გემოსაც აბალანსებს. ზემოდან, თოვლის ეფექტისთვის მოაფრქვიეთ გახეხილი პარმეზანი.