უგემრიელესი ტორტი "ეკლერი", გამოცხობის გარეშე
უგემრიელესი ტორტი "ეკლერი", გამოცხობის გარეშე
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი - 150 გ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 400გ
  • ნაღები 35 % - 500 გ
ვანილის პუდინგი
  • რძე - 3.5 ჭიქა
  • შაქარი - 1/3 ჭიქა +1/4 ჭიქა
  • სახამებელი - 1/4 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • კვერცხის გული - 1
  • ვანილი - 2 პაკეტი
  • კარაქი - 2 ს.კ
მომზადების წესები

მოამზადეთ ვანილის პუდინგი: შეურიეთ ერთმანეთს 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი, სახამებელი, მარილი, კვერცხი და კვერცხის გული. დაასხით 1/2 ჭიქა რძე.  კარგად გახსენით. დარჩენილი რძე და შაქარი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ცხელი რძე კვერცხისნ მასას და კარგად ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.  შემდეგ დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ რამდენიმე წუთი, შესქელებამდე. თან ხშირად ურიეთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ დაამატეთ ვანილი და კარაქი. თუ კრემს კოშტები აქვს, გაატარეთ საცერში. გააციეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
ნაღები კარგად ათქვიფეთ და შეურიეთ გაციებულ პუდინგს. 
საშუალო ზომის ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი ან ფოლგა და ფენა-ფენა გაანაწილეთ კრემი და ფხვიერი ნამცხვრები. დაასრულეთ ნამცხვრის ფენით. სანამ შოკოლადის მინანქარს მოამზადებთ, ნამცხვარი მაცივარში გააჩერეთ რამდენიმე საათი. 
კარაქი და შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ. კარგად აურიეთ, შეაგრილეთ და წაუსვით ნამცხვარს ზემოდან. შოკოლადის წასმამდე ნამცხვარი გადაიტანეთ შესაბამისი ზომის თეფშზე. კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

ტეგები:
კრემი ნაღები შოკოლადი პუდინგი ნანახია: 153016