ვაშლი გარეცხეთ, გაამშრალეთ და მოაჭერით თავი. ამოუღეთ გული, ისე რომ 6-7 მმ ან 1 სმ კედლები დარჩეს. ამოავსეთ ვაშლი ქიშმიშით და დაჭრილი ნიგვზით. შედგით ღუმელში 20-25 წუთით, 180 გრადუსზე. სანამ ვაშლი მზადდება, თაფლი, მაწონი, ფორთოხლის ცედრა და ლიმონის წვენი აურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. მზა ვაშლებს მოასხით მაწვნის სოუსი.