ჯემიანი ხრაშუნები
ჯემიანი ხრაშუნები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • ფქვილი - 200 გ
  • კვერცხის ცილა - 1
  • შაქრის პუდრი - 50 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შოკოლადი ან ჯემი
მომზადების წესები
ღუმელის ტაფას დააფინეთ ქაღალდი. კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად,. დაამატეთ ცილა და ხელახლა ათქვიფეთ.  დაამატეთ ფქვილი, მწიკვი მარილი, ვანილი. თქვიფეთ მანამდე, სანამ ცომი მიქსერის დანებთან არ დაიწყებს მოგროვებას და მოგუნდავებას. ხელით გააკეთეთ პატარა ბურთულები და დაალაგეთ ტაფაზე. თითით გაუკეთეთ ჩაღრმავება და შედგით მაცივარში 1სთ.
ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ. აცხვეთ ნამცხვრები 6-8 წუთი, გამოიღეთ, ხელახლა გაუკეთეთ ღრმულები თითით და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 6-8 წთ. ნამცხვრები ქვემოდან უნდა შეწითლდეს, ზემოთ კი თეთრი დარჩეს.
ცხელ ნამცხვრებს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, ღრმული კი ჯემით ან შოკოლადით ამოავსეთ.
გამოდის 18-20 ცალი
ტეგები:
ნამცხვარი ჯემი ნანახია: 12073