დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ნაღები 35 % - 300 გ
- მასკარპონე - 500 გ
- გამდნარი კარაქი - 2 ს.კ
- ფქვილი - 2 ჭიქა
- შაქარი - 2 ს.კ
- კვერცხი - 2
- რძე - 500 გ
- შაქრის პუდრი - 150 გ
- ვანილი
- შოკოლადი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოამზადეთ ბლინის ცომი: ერთად ათქვიფეთ რძე, კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ფქვილი, ბოლოს კი გამდნარი კარაქი. გამოაცხეთ საშუალო სისქის ბლინები.
კრემისთვის ათქვიფეთ ნაღები გასქელებამდე, შეათქვიფეთ მასკარპონე ან სხვა ნებისმიერი კრემ-ყველი. დაამატეთ ვანილი და გახეხილი შოკოლადი.
მიღებული კრემი წაუსვით ბლინებს და ერთმანეთზზე დაალაგეთ. კრემი გადაუსვით გვერდებზე და ზემოდანაც. გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 5 საათი. ზემოდან მორთეთ ნებისმიერი ხილით - ამ შემთხვევაში მანდარინით.