მოხარშეთ წიწიბურა ტრადიციული წესით. სანამ იხარშება, წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. ფერს რომ შეიცვლის, დაამატეთ დარილი სოკო და კვლავ შუშეთ 5-7 წუთი. დაამატეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ მოშუშული ბოსტნეული და წვრილად დაჭრილი მწვანილი წიწიბურას და ფრთხილად ამოურიეთ. უგემრიელესი სამარხვო კერძი მზადაა.