არომატული ბადრიჯანი - უგემრიელესი სამარხვო კერძი
არომატული ბადრიჯანი - უგემრიელესი სამარხვო კერძი
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • პამიდორი - 2 ცალი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 პატარა კონა
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 1-2 ს.კ
  • სოიოს სოუსი - 1 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • თაფლი - 1 ს.კ
მომზადების წესები
ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გავავლოთ წყალში და გავწუროთ.  შევწვათ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. 
პამიდორიც ასევე დავჭრათ რგოლებად. 
სოუსისთვის ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში დავაქუცმაცოთ. დავამატოთ თაფლი, სოიოს სოუსი, მარილი, პილპილი, ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ამოვავლოთ ბადრიჯანი და პამიდორი ამ სოუსში, შემდეგ მონაცვლეობით  დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ დარჩენილი სოუსი. გავაჩეროთ მაცივარში 30 წუთი და მივიტანოთ სუფრასთან.
ტეგები:
ბოსტნეული ბადრიჯანი პამიდორი ნანახია: 22855