სადღესასწაულო რულეტი ხორცით
სადღესასწაულო რულეტი ხორცით
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შერეული ფარში - 800 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ისპანახის ფოთლები - 300 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • მუსკატის კაკალი
  • კვერცხი - 2
  • მდოგვი - 2 ჩ.კ
  • ოხრახუში - 1 ჩ.კ. დაჭრილი
  • ქონდარი - 1 ჩ.კ. დაჭრილი
  • პურის ნაჭერი - 1
მომზადების წესები
პური ჩაალბეთ თბილ წყალში, ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. ისპანახი გარეცხეთ და შეაშრეთ, წიწაკას ამოაცალეთ თესლი და ყუნწი, დაჭერით ზოლებად.  ქვაბში გააცხელეთ 2 ს.კ ზეთი და მოშუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ ისპანახი და მსუბუქად მოშუშეთ. დაამატეთ მუსკატის კაკალი,  მარილი და პილპილი. 
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.  ფარშს შეურიეთ კვერცხი, გაწურული პური, მდოგვი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. 
ტაფაზე დააფინეთ პერგამენტი ან ფოლგა. დადეთ ნახევარი ფარში და გააბრტყელეთ ოთხკუთხა ფორმით, შემდეგ დაადეთ გულსართი ცენტრში - ისპანახი და წიწაკა, დაფარეთ დარჩენილი ფარშით. მიეცით მრგვალი რულეტის ფორმა, ზემოდან გადაუსვით დარჩენილი ზეთი.
შეწვით ღუმელში დაახლოებით 40-50წთ, გააგრილეთ და დაჭერით ულუფებად.