ფერადი ბოსტნეულის სალათა
ფერადი ბოსტნეულის სალათა
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 500 გ
  • ქათმის ფილე - 250 გ
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი - 2
  • ბოლოკი (წვრილი) - 150-200 გ
  • მარილი და პილპილი
  • სალათის ფოთლები - 100 გ
  • პამიდორი - 2
  • კონსერვირებული მუხუდო - 200 გ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • ძმარი ბალზამიკი (თეთრი) - 2 ს.კ
მომზადების წესები

ყვავილოვანი კომბოსტო მოწალეთ მდუღარე წყალში 5-6 წუთით. გადაავლეთ ცივი წყალი და დაწურეთ ზედმეტი წყლისგან.
ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ წაუსვით მარილი, პილპილი, ზეთი და ცხელ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.
ამასობაში წიწაკა გაასუფთავეთ თესლებისგან და მოაჭერით ყუნწი. დაჭერით ზოლებად და სანამ ქათმის ხორცი დაასრულებს წვას, 2-3 წუთით ადრე დაამატეთ ტაფაზე და მასთან ერთად მოშუშეთ.
ბოლოკი დაჭერით რგოლებად, პომიდორი 4-ად ან 6-ად, სალათის ფოთლები დაანაწევრეთ. მუხუდოს მარცვლები გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ წყალი. ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სოუსი.
სოუსისთვის შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, ზეთი, მარილი და პილპილი. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში