პოპულარული და გემრიელი სალათა "მიმოზა"
პოპულარული და გემრიელი სალათა "მიმოზა"
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 3-4 ცალი
  • სტაფილო - 250 გ
  • ორაგულის კონსერვი - 1 ქილა(200-250 გ)
  • კვერცხი - 4
  • მაიონეზი - 1 პაკეტი
  • მწიკვი მარილი და შაქარი - ხახვისთვის
  • ხახვი - 1 პატარა თავი
  • ოხრახუში
მომზადების წესები

კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ და გაფცქვენით. კარტოფილი და სტაფილო წვრილად გახეხეთ, კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ და ასევე წვრილად გახეხეთ.
ხახვი წვრილად დაჭერით და დაასხით მდუღარე წყალი 5-10 წუთით, შემდეგ გადაწურიეთ, მოაყარეთ მარილი, შაქარი და მოასხით ძმარი. გააჩერეთ ამ მარინადში 10 წუთი.
კონსერვირებულ ორაგულს მოაშორეთ რბილი ფხები და ჩანგლით დაანაწევრეთ თავისივე ზეთთან ერთად. 
შემდეგ ინგრედიენტები თანაბარ ფენებად დაალაგეთ თეფშზე ან სასალათეში, ფენებს შორის მაიონეზის თხელი ფენა დააყოლეთ.
პირველი ფენა - კარტოფილი, მეორე - თევზი, მესამე - ხახვი, მეოთხე კვერცხის ცილა, მეხუთე - სტაფილო. ბოლო, მეექვსე ფენაა კვერცხის გული, რომელსაც მაიონეზის წასმა აღარ სჭირდება. გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით