დრო
40წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- თევზის ფილე - 600 გ
- სოკო - 300 გ
- თეთრი ღვინო - 150 გ
- მარილი და პილპილი
- ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ (ან კარაქი)
- ოხრახუში - 1 პატარა კონა
- ხახვი - 2 თავი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თეთრი თევზის ფილე კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად, სოკო ფორფიტებად.
ტაფაზე გააცხელეთ 2 კოვზი ზეთი და მოშუშეთ სოკო და ხახვი 2-3 წუთი, მაღალ ცცხლზე. დაამატეთ მარილი, პილპილი და თეთრი ღვინო.
თევზის ფილეს წაუსვით მარილი და პილპილი. ღუმელის ფორმაში ჩადეთ სოკოსა და ხახვის 2/3. ზედ დადეთ ფილე, მოასხით სოკოს სოუსი მთლიანად. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და დარჩენილი ზეთი (ან გამდნარი კარაქი) და შეწვიტ ღუმელში სანამ არ დაიბრაწება, დაახლოებით 20-25 წთ. მზა კერძს კიდევ მოაყარეთ ცოტაოდენი ოხრახუში.