"ნაძვის ხის ბურთები" საახალწლო სუფრისთვის
"ნაძვის ხის ბურთები" საახალწლო სუფრისთვის
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300 გ
  • ყველი - 200 გ
  • მაიონეზი
  • ნიგოზი - 1/2 ჭიქა
  • ნიორი - 1 კბილი
  • კამა
  • ოხრახუში
  • ზეთისხილი
მომზადების წესები
ქათმის ფილე დაჭერით წვრილად. ყველი გახეხეთ, მწვანილი დაჭერით, ნიგოზი მოხალეთ, შემდეგ კი  დააქუცმაცეთ ბლენდერში. ქათმის ხორცს შეურიეთ ყველი, მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და ცოტა მაიონეზი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 15-20 წუთი, შემდეგ ამ მასიდან გააკეთეთ პატარა ბურთები და ამოავლეთ ნიგოზში. შემდეგ დაჭერით ზეთისხილი შუაზე, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და  მიამაგრეთ ბურთულებს. მწვანილის ღეროსგან კი სამაგრები გაუკეთეთ.