თხილი კარამელში - გოზინაყის ალტერნატივა
თხილი კარამელში - გოზინაყის ალტერნატივა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თხილი - 200 გ
  • შაქარი - 350 გ
მომზადების წესები
თხილი მოხალეთ, გააციეთ და დაჭერით.  მოხარშეთ კარამელი შაქრით და რამდენიმე კოვზი წყლით. ხარშვისას ნუ მოურევთ, მხოლოდ ქვაბი/ტაფა შეანჯღრიეთ ხოლმე. როცა ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, ჩააყარეთ თხილი, სწრაფად მოურიეთ და გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე. სწრაფადვე მოასწორეთ და რაც შეილება მეტად თხლად გაშალეთ.  გაციების შემდეგ დატეხეთ, მოათავსეთ ლამაზ შეფუთვაში და აჩუქეთ ახლობლებს ან თავად მიირთვით.
ტეგები:
თხილი კარამელი ნანახია: 7603