უგემრიელესი ძეხვები ღვინით
უგემრიელესი ძეხვები ღვინით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძეხვი ან კუპატი - 800 გ
  • სოკო - 300 გ
  • წითელი ხახვი - 2 თავი
  • წითელი ღვინო - 200 გ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • ძმარი ბალზამიკი - 2 ს.კ
  • ბულიონი ან წყალი - 200 მლ
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • ქონდარი - გემოვნებით
მომზადების წესები
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ძეხვები/კუპატები. 
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, ხახვი დაჭერით ნახევრ-რგოლებად და მოშუშეთ იმავე ტაფაში, სადაც ძეხვი შეწვით. დაამატეთ შაქარი, ძმარი ბალზამიკო, ქონდარი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ. დაასხით ღვინო და წამოადუღეთ 5 წუთი, შემდეგ დაამატეთ შემწვარი ძეხვები, ბულიონი, მარილი, პილპილი და შედგით ღუმელში 15-20 წუთი. 
მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და კარტოფილის პიურესთან ერთად მიირთვით.
ტეგები:
სოკო ღვინო ძეხვი კუპატი ნანახია: 9509