ქათმის ღვიძლი მეგრულად ქონდრითა და აჯიკით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი - 1 კგ
  • არაჟანი - 3 ს.კ
  • ქონდარი - 1/2 ჩ.კ
  • აჯიკა - 1 ჩ.კ
  • ხახვი - 1-2 თავი
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი - 50 გ
  • ქინძი - 1 კონა
მომზადების წესები

ღვიძლი კარგად გარეცხეთ, გადაიტანეთ ტაფაში და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და არაჟანი. დააფარეთ თავზე. ღვიძლი მალე წვენს გაუშვებს და ამ წვენში მოიხარშება. ხარშეთ დაახლოებით 10 წთ.
სანამ ღვიძლი არაჟანში იხარშება, ხახვი ალყა-ალყად დაჭერით და მოშუშეთ ცალკე ტაფაზე.  ღვიძლს გადაუწურეთ მთელი სითხე, დააბრუნეთ ცეცხლზე, ამჯერად მაღალზე, დაამატეთ მოშუშული ხახვი და კარაქი.მოაყარეთ პილპილი და ქონდარი, კარგად აურიეთ.
აჯიკა გახსენით 1 ს.კ წყალში და დაამატეთ ღვიძლს. აჯიკა უნდა იყოს ცხარე, მეგრული, პომიდვრის გარეშე მომზადებული. კერძს დაამატეთ ქინძიც. შუშეთ დაახლოებით 15 წუთი (ცეცხლს დაბრაწვის შემდეგ დაუწიეთ).

ტეგები:
ღვიძლი არაჟანი აჯიკა სამეგრელო ნანახია: 190876