ქათმის "ხალადეცი"
ქათმის "ხალადეცი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
კარგი ხალადეცის მოსამადებლად, უპირველესად ყურადღება უნდა მიაქციოთ ქათმის ხორცის ხარისხს. იდეალურია სოფლის ქათამი, მამალი. მაგრამ შეიძლება გამოიყენოთ დედალიც. უმჯობესია, თუ ქათამი ძალიან ახალგაზრდა არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ბულიონის მოსამზადებლად მხოლოდ ხორცი კი არა ძვლებიც გამოიყენოთ, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ჟელესებური სტრუქტურა. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ - ღორის ფეხები და ქათმის ხორცი.

ინგრედიენტები

  • ქათამი - 1.5 კგ
  • წყალი - 3-4 ლ
  • სტაფილო - 2
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი
  • შავი პილპილი - 5-6 მარცვალი
  • დაფნის ფოთოლი - 3-4
  • ნიორი - 2-3 კბილი
მომზადების წესები
ქათამი დაჭერით, ჩადეთ ქვაბში და დაასხით 3-4 ლ წყალი. ჩაამატეთ ხახვი და სტაფილო. წამოადუღეთ და მოხადეთ ქაფი, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ბულიონი ძლიერი დუღილის გარეშე, რამდენიმე საათი, სანამ ხორცი თავისით არ ჩაიშლება და მოსცილდება ძვლებს. წყლის ჩამატება სასურველი არ არის.  დუღილის ბოლოს დაამატეთ პილპილი, დაფნა, მარილი და კიდევ 20-30 წთ ხარშეთ.
გააგრილეთ ბულიონი, ამოიღეთ ხორცი, გააცალეთ კანი და ძვლები, დაჭერით თანაბარ ზომაზე, შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი. ბულიონი გაწურეთ.
ფორმებში ძირში დაალაგეთ დაჭრილი სტაფილო (ბულიონიდან), შემდეგ ხორცი და დაასხით ბულიონი. გაციების შემდეგ შედეთ მაცივარში. კერძი მზად იქნება 8-12 საათის შემდეგ.
ამოიღეთ ფორმიდან, გააფორმეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან მდოგვთან და პირშუშხას სოუსთან ერთად.